საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა “ევრობასკეტი 2017”-ის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩი სტუმრად მონტენეგროსთან გამართა და ანგარიშით 90:84 მოიგო. ამით ჩვენმა ნაკრებმა რევანშიც აიღო თბილისში წაგებისთვის და საბოლოოდ ჯგუფშიც პირველი ადგილი დაიკავა.