დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში

05 თებერვალი 2020, 12:19 1595 ნახვა

დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში. ხულოს მუნიციპალიტეტში გუშინ  გვიან ღამემდე თოვდა, რის გამოც შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. მერიის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია ამჟამად მიმდინარეობს შიდა გზების გაწმენდა.

რაც შეეხება ენერგომომარაგებას,  დენის გარეშეა დარჩენილი ორი სოფლის 200 - ზე მეტი აბონენტი. ენერგოპროს ინფორმაციით  აღდგენითი სამუშაოები დიოკნისსა და დანისპარაულში  დილიდან განახლდა და დღის ბოლომდე შეფერხება აღარ იქნება. შუახევში ელექტროენერგია არ მიეწოდება წყალსაყრისა და ბარათაულის თემებს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი