წყალბურთის გუნდი - თბილისის „დინამო“ იტალიურ გრანდს დაუპირისპირდება

04 თებერვალი 2020, 11:11 1435 ნახვა

წყალბურთის გუნდი - თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურის მატჩისთვის ემზადება. დღეს, 4 თებერვალს, რეზო ჩომახიძის გაწვრთნილი ,,დინამოს’’ მეტოქე მსოფლიო გრანდი, იტალიური „პრო რეკო“ იქნება.

შეხვედრა თბილისში, ოლიმპიკის აუზზე ჩატარდება  და 18:30 საათზე დაიწყება.  „დინამო’’ დღევანდელ შეხვედრას დანაკლისისთ ხვდება . გუნდს მიხეილ ბაღათურია და დამირ ცრეპულია დააკლდება.

7 ტურის შემდეგ იტალიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 17 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა იმყოფება, რაც შეეხება თბილისის „დინამოს“ , რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ასპარეზობს, ჯერჯერობით არც ერთი მოგება არ აქვს.

მიმდინარე გათამაშებაში ქართული კლუბი „პრო რეკოს’’ უკვე დაუპირისპირდა იტალიაში დიდი ანგარიშით, 9:24 დამარცხდა. „პრო რეკო“ ჩემპიონთა ლიგის რვაგზის გამარჯვებულია,ხოლო იტალიის ჩემპიონატი კი 33-ჯერ აქვს მოგებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი