მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი რუს პოლიციელზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი

02 თებერვალი 2020, 18:16 1893 ნახვა

რუსეთში 2019 წლის ჩემპიონატის მონაწილე, ქართველი ბოქსიორი გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს, რომელსაც სამართალდამცველზე თავდასხმა ედება ბრალად. რუსული მედიის ინფორმაციით, ყუშიტაშვილისა და მისი მეგობრის ოვიკ ოგანისიანის დაკავებას აპირებდნენ მაშინ, როდესაც ისინი ნარკოტიკების აღებას გეგმავდნენ.

ამავე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, როგორ მივიდნენ გიორგი და მისი მეგობარი ტაქსით ფრუნზეს სანაპიროსთან. პოლიციელები მათ დაედევნენ, რა დროსაც გიორგი ყუშიტაშვილმა ერთ-ერთ მათგანს დაარტყა. სპორტსმენს შეფუთვაში ერთ გრამამდე ნარკოტიკი, წინასწარი მონაცემებით, კოკაინი აღმოაჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში