იტალიაში ბინების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს

02 თებერვალი 2020, 12:09 1714 ნახვა

იტალიაში, სახლების ძარცვისთვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ქალაქ მოდუნოში პოლიციამ აღმოაჩინა სახლი ისტორიულ უბანში, სადაც ქართველებს ლოჯისტიკური ცენტრი ჰქონდათ. გამოცემა წერს, რომ სამხედრო ოპერაცია 42 წლის პირის დაკავებით დასრულდა, რომელიც ბინებს ძარცვავდა თანამზრახველთან ერთად.

მეორე პირმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ისიც მალევე აიყვანა პოლიციამ. მათ ბრალად ედებათ რამდენიმე საათით ადრე ბრინდისიში სახლის გაქურდვა. სახლის ჩხრეკისას ამოღებულია მოპარული ნივთები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში