ხაბეიშვილს 2 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

01 თებერვალი 2020, 12:15 1566 ნახვა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობაში ბრალდებულ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

ბრალდების მხარემ აღმკვეთ ღონისძიებად 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოს დაკისრების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მანამდე კი, დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახის გამოყენება მომხდარიყო.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ლევან ხაბეიშვილს ბრალი  ცემის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით წარედგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში