გასულ წელს აჭარაში ყველაზე მეტი ფართობი აშენდა

31 იანვარი 2020, 20:20 1655 ნახვა

სტატისტიკის მიხედვით სამშენებლო სექტორში ეკონომიკური ზრდა შემცირებულია, მაგრამ არ შემცირებულა ნებართვების გაცემის მაჩვენებელი. უფრო მეტიც, ნებართვების მიხედვით აჭარა თბილისის შემდეგ მეორე ადგილს, ფართობის მასშტაბების მიხედვით კი პირველ ადგილს იკავებს. ნებართვები წარსულშიც ათასობითაა გაცემული, რაც ერთი შეხედვით ნეგატიურად არ აღიქმება, მაგრამ ფაქტია, რომ გენერალური გეგმის გარეშე დატოვებული ბათუმისთვის პოზიტიური შედეგი ნაკლებად მოაქვს - ასე ფიქრობენ ისტორიული ქალაქის დამცველები.

მათი თქმის გარეშეც თვალშისაცემია ქაოსური მშენებლობა - ხედები სადაც მხოლოდ ბეტონი მოჩანს.  გენერალურ გეგმაზე ახალი ტენდერი სავარაუდოდ წელს ისევ გამოცხადდება, მაგრამ რას აკეთებს მის მიღებამდე მერია? სპეციალისტების თქმით არაერთ დოკუმენტზე დაყრდნობით ქალაქის მთავრობას  ბათუმის ბეტონის ქაოსისგან დაცვა შეუძლია, ამას კი რეალურად მხოლოდ ნება სჭირდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი