ქედაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

30 იანვარი 2020, 11:16 7986 ნახვა

ქედაში, სოფელ ხარაულაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ტაკიძეების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი ღამით გაუჩნდა, ამ დროს კი სახლში მხოლოდ ერთი კაცი იმყოფებოდა. 

გარდაცვლილის მეუღლე ყვება, რომ ის მეზობელთან იყო, სახლში დაბრუნებულმა კი კვამლი და ცეცხლი შენიშნა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს. 

დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის, ზორბეგ არძენაძის ინფორმაციით, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. მიმდინარეობს გამოძიება. 

დამწვარია მხოლოდ ერთი ოთახი. 

 

 

 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი