სოფელ ნიგაზეულში სკოლის ექიმის პოზიციაზე ვაკანსია

26 იანვარი 2020, 16:53 1782 ნახვა

სკოლის ექიმის პოზიციაზე ვაკანსია აქვს გამოცხადებული შუახევში სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს ვისაც აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა", „თერაპია", ან „პედიატრია".

ძირითადი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება, ასევე კონკურსანტს უნდა ჰქონდეს 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

ამ სკოლაში ექიმობის მსურველს შეაფასებენ გასაუბრებით. საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

ამ პოზიციაზე დასაქმებულის სავარაუდო ხელფასი თვეში 470 ლარი იქნება.

განცხადების მიღება პირველ თებერვლამდე გრძელდება. კანდიდატები უნდა დაუკავშირდნენ სკოლის ხელმძღვანელს.

დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია: https://bit.ly/2Rri8ok

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი