კონგრესმენი პიტ ოლსონი - „საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში“

25 იანვარი 2020, 12:15 1119 ნახვა

„ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს!“ - ეს ტექსტი, კონგრესმენმა პიტ ოლსონმა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მან აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილი გააზიარა, რომელშიც საქართველოში არსებულ ვითარებაზეა საუბარი და თან დაურთო საკუთარი კომენტარი.

საქართველოს მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში, სამოქალაქო პროტესტანტების წინაშე სისასტიკესა და ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციების წინააღმდეგ ანტაგონიზმში, რომელიც ორივე ქვეყანას ხელს შეუწყობდა. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს!“, - უწერია „ტვიტერზე“ პიტ ოლსონს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში