ზუგდიდში, სავარაუდოდ გრიპის ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

23 იანვარი 2020, 12:42 2051 ნახვა

ზუგდიდში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ 22 წლის პაციენტი კლინიკაში კვირას, 19 იანვარს შეიყვანეს, თუმცა შემდეგ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ქალი ქუთაისიდან თბილისში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები მომხდარში მედიკოსების ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი