ბათუმში ავტომობილის მძღოლი მოზარდებს დაეჯახა და მიიმალა - დაშავებული გოგონები საავადმყოფოში გადაჰყავთ

22 იანვარი 2020, 14:32 6374 ნახვა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომობილი ფეხით გადასასვლელთან (რომელიც დახაზული არ არის, თუმცა  ფეხით მოსიარულეებისთვის მოაჯირი  გახსნილია)  2 არასრულწლოვანს დაეჯახა. ორი გოგონა დაშავდა.  თუმცა მათი თქმით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

მოქალაქეები, რომლებიც იქვე ცხოვრობენ აჭარის მაუწყებელთან ამბობენ, რომ ხმაურზე გარეთ გამოვიდნენ და დაინახეს  14 და15 წლის გოგონები, რომლებიც დაშავებულები იყვნენ.  თავად გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მათი თქმით ერთი გოგონა კონტაქტური იყო.  

112-ის ინფორმაციით, 14 და 15 წლის გოგონები ბავშვთა საავადმყოფოში გადაჰყავთ, მათ პირველადი დათვალირებით  თავის ტრავმები აღენიშნებათ.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი