ქობულეთის ბაღებში რძისა და ხორცის პროდუქტები ამ დრომდე ვერ შეიტანეს. ბავშვები ამ ეტაპზე კორექტირებული, დროებითი მენიუთი იკვებებიან. როგორც ბაღების გაერთიანებაში გვითხრეს, რაციონის შეზღუდვის მიზეზი მიმდინარე ტენდერებია.
14 დეკემბერს გამოცხადებული შესყიდვები პირობების დაზუსტების გამო შეფერხდა. მსგავსი პრობლემებია ხელვაჩაურის ბაღებში, სადაც დღეს მხოლოდ ხორცის შეტანა ვერ მოახერხეს, რადგან გამარჯვებულ კომპანიასთან ტენდერის გაფორმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მესამე სექტორი ბაღების მენეჯმენტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.