აჭარა  2019 წლის საუკეთესო სპორტული რეგიონი, საუკეთესო სპორტსმენი  კი 6  ქართველი ჩემპიონი  

19 იანვარი 2020, 12:42 2196 ნახვა

აჭარა, 2019 წლის საუკეთესო სპორტულ რეგიონად დასახელდა. რეგიონის სტატუსი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის, სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტის მხარდაჭერისთვის გადაეცა.

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემაჯამებელ ღონისძიებაზე, "წლის სპორტსმენი" 11 ნომინაციაში  დასახელდა, საუკეთესოებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. 2019 წლის საუკეთესო ნაკრების ტიტული კი, წყალბურთის ეროვნულ ნაკრებს მიენიჭა. 

სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ვეტერანი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც გასულ წელს ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში