თავისუფლება ხელწერილის საფუძველზე

19 იანვარი 2020, 12:25 1441 ნახვა

ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე. შსს-ს ცნობით, ნატა ფერაძე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობსთვის თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.

ნატა ფერაძე დაკავების მომენტში „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში იყო, სადაც ის აცხადებდა, რომ ტერიტორიაზე ტრანსგენდერები დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის დაკავებულებისადმი გამოსარჩლებისას აიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში