რატომ შეჩერდა ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი და რა დააზუსტა კომისიამ?

18 იანვარი 2020, 20:16 2522 ნახვა

რატომ შეჩერდა ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი და რა დააზუსტა კომისიამ? მიმდინარე ტენდერის  შეწყვეტის, შემდეგ კი თავიდან გამოცხადების მიზეზად ოქმში ჩაიწერა, რომ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, სამშენებლო მოცულობების ნაწილში, გამოვლენილი იყო რიგი უზუსტობებისა. ხელახალი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. საწყისი სატენდერო თანხა ამჯერად მილიონ 980 000 ლარითაა შემცირებული.

თავდაპირველი სატენდერო თანხა 41 მილიონზე მეტი იყო. შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ ის კომპანიაა, რომელიც კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39-ი მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა. ტენდერის შეწყვეტამდე, სატენდერო კომისიამ,  სწორედ ამ კომპანიისაგან წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის „სრულყოფილად განხილვა“ ვერ მოასწრო, ამიტომაც ვადა 2 დღით გაახანგრძლივა. 26 დეკემბერს კი ტენდერი საერთოდ შეწყდა, ხელახალი ტენდერი კი მეორე დღესვე გამოცხადდა. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში