წელს ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში შარშანდელთან შედარებით, 935-ით მეტი პირველკლასელია, ვიდრე შარშან. ქედის 4 სკოლაში კი თითო პირველკლასელი ჰყავთ. ქედის რესურს-ცენტრში გვითხრეს, რომ კოლოტაურის, ორცვის, აქუცისა და ზვარის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო 5-6 წელია იკლებს.