აჭარის 254 სკოლაში დაახლოებით 54 ათასი მოსწავლისთვის დაირეკა ზარი. მხოლოდ ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში რემონტის გამო სწავლა 26 სექტემბერს დაიწყება. ზოგიერთ სოფელში მოსწავლეებს სკოლა გარემონტებული დახვდათ, ზოგან გაურემონტებელი. რიგ სკოლებში ახალ წიგნებს ელოდებიან. ვნახოთ, რა განწყობით დაიწყეს მოსწავლეებმა პირველი ან ბოლო სასწავლო წელი.