შუახევში სანერგე და საჩითილე მეურნეობა გაიხსნა

17 იანვარი 2020, 11:07 1857 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში პირველი სანერგე და საჩითილე მეურნეობა შუახევში გაიხსნა. აქვე განთავსდა ვეტერინარული კლინიკა. სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ფერმერებსა და აგრომეწარმეებს შეეძლებათ სერთიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული ადგილზე შეიძინონ.

ვეტერინარულ კლინიკაში კი განთავსებულია აფთიაქი და საოპერაციო.  პროგრამის ბიუჯეტი 700 ათას ლარზე მეტია. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი