შოთაძე იმიტომაა ღირსეული კანდიდატი, რომ მას შეუძლია მიიღოს მძიმე გადაწყვეტილებები ყველანაირი ცეკვების გარეშე - გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 12:01 1392 ნახვა

საქართველოს ყოფილი მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შესაძლოა ისევ პროკურორი გახდეს. მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს  ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს კანდიდატის შეფასებისას განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძე ღირსეული პიროვნება და პროფესიონალია.

"საკითხს საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს, იქ ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატია. მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობის აღებაც"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის განმეორებით შეკითხვაზე თუ რატომ არის ირაკლი შოთაძე ღირსეული კანდიდატი, როცა მას არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შეუძლია მიიღოს მძიმე გადაწყვეტილებები ცეკვების გარეშე.

" ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად ყველანაირი ცეკვების გარეშე"- უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი