არ ვიცი აქტივისტები რას საუბრობენ, ნებართვები კანონის დაცვითაა გაცემული - თორნიკე რიჟვაძე რივიერაზე

16 იანვარი 2020, 15:39 4452 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობისთვის საჭირო ყველა ნებართვა კანონის დაცვით გაიცა, პროტესტის გამოხატვის უფლება კი ყველა ადამიანს აქვს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მილიარდიანი ინვესტიცია რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

''აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არა ერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია, აჭარის მთავრობა რა თქმა უნდა მხარს უჭერს აღნიშნული ინვესტიციის განხორციელებას. ყველა ნებართვა გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება აჭარაში. ასევე უფრო მეტი ტურისტი ეწვევა ამ მართლაც მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქს.

მე არ ვიცი აქტივისტები რას საუბრობენ, ნებართვები გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ყველას, მათ შორის ერთ ადამიანსაც შეუძლია სამართლებრივად მოახდინოს ამ ყველაფრის გაპროტესტება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მილიარდიანი ინვესტიცია მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, აჭარისთვის და მთელი ქვეყნისთვის'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან თორნიკე რიჟვაძემ. 

4 ორგანიზაცია და ორი საინიციატივო ჯგუფი, რივიერას ცათამბჯენების ნებართვას სასამართლოში გაასაჩივრებენ - ამის შესახებ  აქტივისტებმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფიგზე განაცხადეს, რომელიც რივიერას მიმდიბარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ბათუმის კონცხზე, კომპანია "სილ ქროუდ ჯგუფი", 5 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. ერთ-ერთ 42 სართულიან ცათამბჯენზე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ნებართვა გასცა. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი