"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა'' დღეს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 34%-ს პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება კახა კალაძის მიმართ აქვთ. უარყოფითი დამოკიდებულება კი 22-მა პროცენტმა გამოხატა.
კვლევებში ლიდერობის მიუხედავად თბილისის მერი ამბობს, რომ გამოკითხვების არ სჯერა.
''ქართული ოცნების'' გენერალური მდივანი NDI-ს კვლევას საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად დაწყებულ, მიზანმიმართულ პოლიტიკურ მანიპულაციას უწოდებს. ამბობს, რომ არავის არაფერი გამოუვა.
კვლევებს რაც შეეხება, მე იგივე პოზიცია მაქვს, რასაც ადრე ვსაუბრობდი, რომ ეს არის მიზანმიმართული, პოლიტიკური მანიპულაციები, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა არავის არაფერი არ გამოუვა. ჩვენ კარგად ვხედავთ, შეგვიძლია სტატისტიკაც ვნახოთ, თუ როგორი კვლევები ქვეყნდებოდა 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ რა შედეგები იდებოდა. შესაბამისად, ვფიქრობ ანალიზის გაკეთება ძალიან მარტივია.
მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება ჩემს მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ, რომ კარგად გვაქვს ეს ურთიერთობები საზოგადოებას აწყობილი და მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს ურთიერთობები'' - უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.