ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 20% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას - NDI

16 იანვარი 2020, 11:11 1911 ნახვა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასეთია: „არც ერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი.

კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 14 პროცენტი პასუხზე უარს აცხადებს, კიდევ 14 პროცენტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 13 პროცენტი, 12-მა პროცენტმა არ იცის, 20 პროცენტი კი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას.

გამოკითხვის თანახმად 49% გადაწყვეტილი აქვს თუ ვის მისცეს ხმა არჩევნებზე, 48%-კი ჯერაც არ გადაუწყვეტია.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

 

განახლება / 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვება

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი