მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა დროებით შეწყდა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ პროცესის რამდენიმე საათით გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავარი მოწმე, საოლქო კომისიის მდივანი მაია გოგალაძე პროცესზე არ გამოცხადდა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მან ქობულეთიდან ბათუმში ჩამოსვლა, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლოქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისია კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს კომისიის შენობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო წარწერების გაკეთებას ედავება, თუმცა მერაბ ღოღობერიძე ამტკიცებს, რომ მას ცილს სწამებენ. პროცესი 4 საათზე განახლდება.