რუსეთის მაღალჩინოსნების ჩამოსვლის შემდეგ, რაულ ხაჯიმბა გადადგა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ, ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რამდენიმე დღის განმავლობაში ოკუპირებული ე.წ. პრეზიდენტის სასახლე დატოვეს. აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადბენ, რომ ხელისუფლებას აფხაზეთთან პირდაპირი კომუნიკაცია არ აქვს და გარემოებებს თავის სასარგებლოდ ვერ იყენებს.
მმართველ გუნდში ბრალდებას არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ მიმდინარე პროცესები „კრემლის თამაშებია“ და საჭიროებების შემთხვევაში ისინი საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ.