ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა მეშვიდე მაეგაშირა ონოში დაამარცხა. ქართველი მებრძოლი ჰაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს, მას კვლავ აწუხებს მუხლის ქრონიკული ტრამვა, ასევე დაზიანებული აქვს ნეკნი.
ამ გამარჯვებით ტოჩინოშინს თანაბარი ბალანსი გაუხდა (1-1).
ჰაცუ ბაშოს მესამე დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მერვე მაეგაშირა რიუდენი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს.