დაპირისპირება - ქართველ და უკრაინელ მოჭიდავეებს შორის. სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, უკრაინის წარმომადგენელ ზაკარიევს 8:5-ს უგებდა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ ქართველ ფალავანს სახეში ხელი გაარტყა, მანაც უპასუხა და ამის შემდეგ ჩხუბი ატყდა.
ხალიჩაზე უკრაინელთა მწვრთნელი გამოჩნდა, რომელმაც ზურაბს ძლიერად დაარტყა – ამას მხარეებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. საბოლოოდ, ორგანიზატორებმა ორივე მოჭიდავე ტურნირიდან მოხსნეს.