უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა „რევოლუციურმა გვარდიამ“ აიღო

11 იანვარი 2020, 18:00 1330 ნახვა

ირანის რევოლუციური გვარდიის გენერალი ამბობს,რომ სიკვდილი ინატრა,როცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ შეიტყო. ალი ხაჯიზადეს თქმით, რა გადაწყვეტილებასაც მთავრობა მიიღებს, გვარდია მას შეასრულებს. „უკრაინის ავიახაზების“ ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი შეცდომით „მტრულ სამიზნედ“ აღიქვეს, რადგან სამხედროები „მზაობის უმაღლეს დონეზე“ იყვნენ. „ასეთ პირობებში, ადამიანური შეცდომა მოხდა წინასწარი განზრახვის გარეშე და თვითმფრინავს ესროლეს“,-აცხადებენ ირანის რევოლუციურ გვარდიაში. განცხადების თანახმად, ირანის რევოლუციური გვარდია მომხდარის გამო ბოდიშს იხდიან და პირობას დებს, რომ მომავალში საჰაერო სისტემებს განაახლებენ.

ცოტა ხნის წინ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა გახდა" და მათ „ბოინგ 737“ „უნებლიედ“ ჩამოაგდეს. ცნობილია, რომ ირანის ხელისუფლება, საფრანგეთს, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ბოინგის 4 შავ ყუთს გადასცემს. ამის შესახებ, ირანის სამოქალაქო ავიაციის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა განაცხადა. მისი თქმით, ირანი აპირებდა, თავად შეესწავლა შავი ყუთები, თუმცა მონაცემების გაშიფვრისთვის საჭირო ტექნოლოგიები არ აქვს, რის გამოც, ყუთების საფრანგეთისთვის გადაგზავნა გადაწყვიტა. „ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე 176-ვე მგზავრი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი