წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს 

11 იანვარი 2020, 12:49 1533 ნახვა

თავდაცვის ძალებს 62 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელებმა ფიცი დადეს.მანამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ათ კვირიანი კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.

ღონისძიების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ფარგლებში გამოვლენილ, წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მოულოდნელად რიგითმა გიგა რამაზიშვილმა მის რჩეულს ხელი სთხოვა. ინფორმაციას და ვიდეო მასალას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში