საქართველოს თავდაცვის ძალებს, გერმანიამ ახალი სატრანსპორტო საშუალებები გადასცა

11 იანვარი 2020, 12:10 1586 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს, გერმანიამ ახალი სატრანსპორტო საშუალებები გადასცა. ოფიციალურ ცერემონიალზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გერმანიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მოდერნიზებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა კი, სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი