ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა შეწყვეტილია, კომპანიასთან ხელშეკრულება კონფიდენციალური

10 იანვარი 2020, 20:24 3194 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროვებას ითხოვს. ოპოზიციამ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან  შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები და ზედამხედველი კომისიის სხდომის ოქმები მოითხოვა, თუმცა აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტები ვერ მიიღო. წერილში ინფორმაციის დამალვის მიზეზად მისი კონფიდენციალობა სახელდება. საია-ს იურისტის შეფასებით კი დოკუმენტები საჯარო უწყებაში ნებისმიერ შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს. რაც შეეხება გზას - ის რომ სამუშაოების დაწყების და კომპანიის მზაობის ტემპი არის სუსტი ამაზე სამთავრობო უწყებებში დიდი ხანია საუბრობენ, ადასტურებენ დეპარტამენტშიც. ამასთან ირწმუნებიან, რომ პროექტი 10 თვეში უნდა დასრულდეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში