არეულობა და დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში

10 იანვარი 2020, 18:09 1763 ნახვა

არეულობა და დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში.  ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გაუქმებას, განმეორებითი არჩევნების ჩატარებას და მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ე.წ. პარლამენტში უკვე მიიღეს დადგენილებაც, რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით. მიმდინარე მოვლენები დღეს შეაფასეს საქართველოს პარლამენტში.

ოპოზიცია პროცესების უკან რუსეთის კვალს ხედავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად და სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.  მმართველ გუნდში ოპოზიციის აზრს მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იზიარებენ და ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკითხის მოსაგვარებლად საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში