ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს

10 იანვარი 2020, 12:02 1449 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის ცენტრში გამთენიისას სროლის ხმა ისმოდა - ჯერ ითქვა, რომ   ფაქტი დაადასტურა, ე.წ. შს მინისტრმა, თუმცა ცოტა ხნის წინ აფხაზური მედიის ცნობით, ფაქტი არ დადასტურდა.

რაულ  სმირი ირწმუნებოდა, რომ გასროლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც ოპოზიციის მომხრეები ამ დრომდე რჩებიან, არ მომხდარა.   განცხადება გაავრცელა  აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ  არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ. პარალელურად, ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს სოხუმის დრამატულ თეატრში.

დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გუშინ ე.წ დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს, სადაც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდეს.

გადადგომის წინადადებას მხარი 19-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი წავიდა, ერთმა კი თავი შეიკავა.  ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური მიიჩნევს, რომ დადგენილება აფხაზეთში არსებულ ვითარებას გაამწვავებს, ამიტომ ხაჯიმბა ოპოზიციას მოლაპარაკებას სთავაზობს.  

8 სექტემბერს ე.წ. არჩევნების მეორე ტურზე ხაჯიმბამ ხმების 47.38% მიიღო, ხოლო ალხას კვიცინიამ 46.19%. სწორედ ამ ერთ პროცენტიან სხვაობაზეა დავა. სოხუმში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი