„გლეხოვიჩზე“ მიმართვისა და ქურდულ სამყაროსთან კავშირისათვის ბრალდებულები პატიმრობაში დარჩნენ

06 იანვარი 2020, 13:07 2894 ნახვა

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრის მიმართვისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებულებს 8, 7 და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ  2018 წლის შემოდგომაზე, მოქალაქეს ბიზნესპარტნიორთან წილებთან და შემოსავლებთან დაკავშირებით დავა წარმოეშვა. მან კი „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა და სთხოვა მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავა მის სასარგებლოდ გადაეწყვიტათ. თავის მხრივ ბ.ტ-მ და გ.მ-მ დავის გადაწყვეტაში თურქეთში მყოფი „კანონიერ ქურდი“ ზ.მ., ზედმეტსახელადგლეხოვიჩი“ ჩართეს. 

''ბ.ტ. და გ.მ. ხვდებოდნენ მ.რ.-ს  და  „კანონიერ ქურდის“ ზ.მ.-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას სთხოვდნენ, რაც  ბიზნესიდან გარკვეული წილის მათთვის გადაცემას უკავშირდებოდა. აღნიშნულმა პირებმა ამ მიზნით მ.რ. ხსენებულ „კანონიერ ქურდთან“ ასაუბრეს, რომელმაც  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოუცხადა. 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ რ.ღ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, მჭიდს და ვაზნებს. 
სამართალდამცველებმა ბ.ტ.,  გ.მ., და რ.ღ.  2019 წლის 23 მარტს, ქ.თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე  დააკავეს'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში