ვირუსით დაავადებულთა შესახებ განახლებული მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი. მაღალი სიცხე, ყელისა და თავის ტკივილი - ამ სიმპტომებით, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ჰოსპიტალს 24 საათში, 120-მდე პაციენტმა მიმართა , ამ დროისთვის ადგილზე მკურნალობას 100-მდე პაციენტი გადის , რომელთაგან 24-ს ჰოსპიტალიზაცია ღამის გამავლობაში დასჭირდა.
პაციენტთა სიმრავლის გამო ბოლო დღეებში მათ სამედიცინო დახმარებას კლინიკის დერეფნებში უწევდნენ , თუმცა ამბობენ , რომ დილის მდგომარეობით სიტუაცია დარეგულირდა. უქმე დღის მიუხედავად დღეს, ბათუმის პირველი პოლიკლინიკა 17 საათამდე იმუშავებს, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი კი 14 უწევდა პაციენტებს მომსახურებას. დღეს, პოლიკლინიკებს 9 პაციენტმა მიმართა აქედან გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსი 5-ს დაუფიქსირდა , თუმცა გართულებული შემთხვევები არ არის. გრიპის ვირუსით 15 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოს სტაციონარში , დღეს მათ 20-მა პაციენტმა მიმართა, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არავის დასჭირდა.
ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუს უფასოდ მიღება, ორსულებსა და 100 000 მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შეუძლიათ , თუმცა ამ დროისთვის პრეპარატი მხოლოდ 4-მა პირმა გაიტანა. გასული კვირის მონაცემებით აჭარაში 100 000 მოსახლეზე ინციდენტობის მაჩვენებელი 338 იყო.