მწვავე ვირუსული ინფექციით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

05 იანვარი 2020, 13:43 3036 ნახვა

თბილისში მწვავე ვირუსული ინფექციით  8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინტერნეტ გამცემა  ON.GE ავრცელებს.

ექიმები მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა პედიატრიულ ''პრივატ კლინიკაში'' მიყვანის შემდეგ სწრაფად გაუარესდა.

"სამდღიანი ანამნეზით შემოვიდა, ბავშვს დაავადება დაეწყო ცხელებით, ყელის ტკივილით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკა. ძალიან სწრაფად პროგრესირებდა. პაციენტი დაგაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მდომარეობა სწრაფ გაუარესდა და პოლიორგანული უკმარისობის ფონზე ბავშვი დღეს დილით გარდაიცვალა" - ამბობს მკურნალი ექიმი.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა ტიპის ვირუსმა გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში