გვარამია მოსამართლის აცილებაზე შუამდგომლობას გეგმავს

04 იანვარი 2020, 12:25 1697 ნახვა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, 6 იანვარს განახლდება.  ნიკა გვარამია ამბობს, რომ   არ აპირებს თანამშრომლობას მოსამართლე გიორგი არევაძესთან და გეგმავს, აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენოს.

გვარამიას განცხადებით, მისი საქმის მოსამართლე გიორგი არევაძე არ ითვალისწინებდა არაფერს. „რუსთავი 2“-ის საქმის არსებითი განხილვა ნიკა გვარამიას და ადვოკატ ბექა ბასილაიას გაძევებით დასრულდა . მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდებულმა გვარამიამ და უფლებადამცველმა მომდევნო პროცესის გამართვის თარიღი გააპროტესტეს.

პროკურორმა საქმის ეპიზოდებზე ვრცლად ისაუბრა და განაცხდა, რომ  წერილობითი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ  ნიკა გვარამიამ, კახა დამენიამ და ზურაბ იაშვილმა ინტერმედიაში თანხების გადარიცხვით ფინანსური დანაშაული ჩაიდინეს, შედეგად კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სერიოზული ზიანი მიაყენეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი