ამ დრომდე უცნობია ხელისუფლების პოზიცია ანაკლიის ანაკლიის პორტის საქმეზე. მას შემდეგ რაც კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა ამოეწურა, მმართველ გუნდს კომენტარი არ გაუკეთებია.
ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების კონსორციუმმა განცხადება 31 დეკემბერს გაავრცელა, სადაც მითითებულია, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.
საქმეზე ვალდებულების შესრულებაში გადავადება არ ერთხელ ითხოვეს, ბოლოს კი მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ გადავადება მუდმივად ვერ მოხდება.