აჭარის პოლიციის უფროსმა სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთ მოსწავლეს ახალი წელი მიულოცა

02 იანვარი 2020, 10:28 3187 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მაღალმთიან სოფელ ნამონასტრევში 6 წლის ნიკუშა თურმანიძეს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.

ნიკუშა სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთი მოსწავლეა. იგი პოლიციელობაზე ოცნებობს. კონსტანტინე ანანიაშვილმა ბავშვს, სხვა საჩუქრებთან ერთად, პოლიციელის ფორმა გადასცა და პოლიციის ავტომანქანით გაასეირნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი ნიკუშა თურმანიძესთან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი