ნეაპოლიტანული სიმღერები, არიები და დუეტები ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ოპერებიდან- ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა საანგარიშო კონცერტი დრამატულ თეატრში გამართა.
საღამოზე პუჩინის, ვერდის, დონიცეტისა და სხვა კლასიკოსების ნაწარმოებები აჟღერდა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა შემსრულებელმა. მათ შორის იყვნენ: სულხან ჯაიანი, ეთერ ხალვაში, ნონა კორიფაძე და ირმა ჟღენტი.