რთული რელიეფის გამო აჭარის მაღალმთიანეთში სახანძრო ბრიგადებს აგვიანდება

27 დეკემბერი 2019, 20:53 1927 ნახვა

მხოლოდ 10 დღეში მაღალმთიან აჭარაში 6 სახლი და რამდენიმე დამხმარე ნაგებობა დაიწვა. მიზეზად ძირითადად მოძველებული ელექტრო-სადენები სახელდება. დაზარალებული მოქალაქეების დიდი ნაწილი დახმარების მოლოდინშია. ამასთან ადგილობრივები ისევ მოითხოვენ სახანძრო ბრიგადების დამატებას თემებში. ამბობენ, რომ სამაშველო ჯგუფების ადგილზე მისვლა მანძილის გამო გვიანდება, ამას კი ხელს რთული რელიეფიც უშლის. აპირებს თუ არა ცენტრალური უწყება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას უცნობია - სამაშველო სამსახურში კომენტარი არ გაკეთებულა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი