მამუკა ხაზარაძის თქმით დღეს დაკითხულმა ბრალდების მოწმემ კითხვებზე პასუხი ვერ გასცა

27 დეკემბერი 2019, 20:35 1444 ნახვა

სასამართლო განხილვები დააჩქარეს მხოლოდ იმის გამო, რომ კვირაში ხუთი დღე ხუთი საათის განმავლობაში სასამართლოში ვიყოთ, – ამბობს, ახლა უკვე პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.  მისი თქმით, დღეს დაკითხულმა ბრალდების მოწმემ კითხვებზე პასუხი ვერ გასცა. ხაზარაძის ამბობს, რომ საქმე აქვთ ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ, მახინჯ სისტემასთან.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დაკითხეს. როგორც იცით 11 წლის წინანდელ საქმეზე ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ივლისში წარუდგინეს, მათ 16 მილიონი ლარის უკანონო ლეგალიზებას ედავებიან. პროკურორი ირწმუნება, რომ სხდომაზე მოწმემ დაადასტურა, რომ „თიბისი ბანკმა“ 16 მილიონი აშშ დოლარის ზიანი მიიღო.  საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, იგი „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამაა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი