ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია

14 სექტემბერი 2016, 00:00 3206 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ლევან გორგილაძესთან ერთად, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო  დააფინანსებს. შენობის რეაბილიტაციისათვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება. აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს   დაწესებულება შეუფერხებლად აწარმოებს სამედიცინო საქმიანობას, ტერიტორიაზე არსებულ  სხვა კორპუსებში.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი