ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია

14 სექტემბერი 2016, 00:00 4440 ნახვა

ხულოს მკვიდრი, ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა-13 სექტემბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში გამართულ ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში აბულაძე 54 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ფინალამდე  ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. სპორტსმენი ფინალში თურქ მეტოქეს, შეხვდა, დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. 17 წლის ლერი აბულაძე ევროპის 2015 წლის ჩემპიონია ჭაბუკთა შორის და 2016 წლის საქართველოს ჩემპიონი. ის მეორე სპორტსმენია ამ მუნიციპალიტეტიდან, რომელმაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა. პირველად ეს ტუტული შმაგი ბოლქვაძეს ერგო, რომელმაც წელს რიოში გამართულ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში