„ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი გზავნილი არის მოწოდება ხელისუფლებისადმი, პროკურატურა არ გამოიყენოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად“ - ასე კითხულობს ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვას.
განცხადების ერთერთი მთავარი გზავნილი მოწოდებაა საქართველოს მთავრობისადმი გააძლიეროს ერთგულება დემოკრატიის პრინციპების მიმართ. დოკუმენტში მხარდაჭერილია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული დიალოგი. ვაშინგტონში დადებითად აფასებენ სასამართლო რეფორმასაც. მმართველი გუნდისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაა.