თქვენ ხართ მთავარი ტროლი და ბოტი - ვოლსკი ჟურნალისტს

24 დეკემბერი 2019, 15:11 1749 ნახვა

თქვენ ხართ მთავარი ტროლი და ბოტი ​- უთხრა ''ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია ''ფორმულას'' ჟურნალისტს. მედიის წარმომადგენლები ვიცე-სპიკერს ფეისბუქზე 396 გვერდის წაშლის საკითხზე უსმევდნენ კითხვებს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ აპირებს თუ არა სახელმწიფო ამ თემაზე გამოძიების დაწყებას.  

''ტროლი და ბოტი რა საჭიროა, როდესაც მთლიანად საინფორმაციო სივრცე დაპყრობილი აქვს პარტიულ ტელევიზიებს, რომლებიც არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ. მე არ შემხვედრია საინფორმაციო სივრცეში და თუნდაც ფეისბუქზე მსგავსი განცხადებები და ბრალდებები, ჩვენი ოპონენტების მიმართ. 

ჟურნალისტი: შინაარსზე არ გეკითხებით ბატონი გია, პროცესები შეაფასეთ..

გია ვოლსკი: თქვენ რას მეკითხებით ერთია და მე რას გპასუხობთ მეორე. 

ჟურნალისტი: სხვა რაღაცას გეკითხებით ბატონო გია

გია ვოლსკი: სხვა რაღაცას კი არ მეკითხებით, იმას გპასუხობთ, რასაც მე ვთვლი საჭიროდ. 

ჟურნალისტი: ვინ უნდა გამოიძიოს?

გია ვოლსკი: ვინ უნდა გამოიძიოს ის, რასაც მედია საშუალებები, თქვენი, თუნდაც სხვა მედია საშუალებები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას. ამაზე ვილაპარაკოთ...რომელი ტროლი ან ბოტი ნახეთ ისეთი, რომელიც ''ნაციონალურ მოძრაობაზე'' არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ან გადაჭარბებულს, რომელიც რეალობას არ შეესაბამება... მომისმინეთ, გაჩერდით ერთი წუთით'', - უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა და ინტერვიუს მიცემა დროებით შეწყვიტა. 

ჟურნალისტი: ვინმემ დაადგინა ბატონი გია, რომ ''ფორმულა'' ტროლი და ბოტია?

​გია ვოლსკი: თქვენ კი არ გაყენებთ შეურაცხყოფას ტელეკომპანიას ვაყენებ. რა დაადგინა შეხედეთ და უყურეთ.​ ტროლებთან და ბოტებთან სახელმწიფოს და მმართველ პარტიას არანაირი კავშირი არ გააჩნია, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც სურვილი აქვთ გამოხატონ თავისი ობიექტური დამოკიდებულება, იმ პარტიის მიმართ, რომელიც დღეს ამ სიცრუის სადარაჯოზე დგას'' - განაცხადა დეპუტატმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი