"ფეისბუქის" მიერ ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების გაუქმების საქმეზე ოპოზიცია აუდიტის სამსახურს გამოძიების დაწყებას სთხოვს. ტროლები, ბოტები, ყალბი ანგარიშები და ფეისბუქის გადაწყვეტილება, ისევ პოლიტიკური შეფასებების, თავის მართლების და ურთიერთ ბრალდებების საგანია.
მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა ასობით გვერდი, ჯგუფი და ათეულობით ყალბი ანგარიში წაშალა, ქართული ოცნება აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ფეისბუქის განცხადებაში ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიაზე ნათქვამი არაფერია, მათი განმარტებით, ამაზე მხოლოდ ნაცები აპელირებენ, რომლებიც მათი მტკიცებით, ფეიკნიუსებს ავრცელებენ, თავად კი ამ პროცესთან რაიმე კავშირს უარყოფენ.