23 დეკემბერი სამედიცინო სფეროს წარმომადგნლების დღეა, თარიღთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონში მოღვაწე 20 ექიმი დააჯილდოვა. სიგელი გადაეცათ ღვაწლმოსილ მედიკოსებს, ასევე მათ ვინც წელს რთულ ვითარებაში მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს და კრიტიკული პაციენტები გადაარჩინეს. დაჯილდოვებულებს შორის მოხვდნენ ექიმები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაჭრილ სამართალდამცავს გაუკეთეს. დღევანდელ შეხვედრაზე სამინისტრომ წლის საქმიანობა შეაჯამა და მომავლი წლის გეგმებიც წარადგინა. 2020 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 18 პროცენტით იზრდება, 21 მილიონი ლარით უწყება 36 პროგრამას განახორციელებს.