ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავარია მოხდა - არიან გარდაცვლილებიც

23 დეკემბერი 2019, 15:15 18154 ნახვა

ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები იმყოფებიან. მათი დახმარებით ხდება დაშავებულების ავტომობილიდან გადმოყვანა. 

შსს ინფორმაციით, გამოძება 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.  

აჭარაში 9 თვეში 2555 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს სულ 23 ადამიანი დაიღუპა, 580 კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, საქართველოში იანვრიდან-სექტემბრის ჩათვლით 31 622 ავარია იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში