„ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში, - უთხრა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა. ის ასე „ფეისბუქის“ მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ოპოზიციური გაერთიანების წევრებს პროდასავლურობაზე აქვთ პრეტენზია და ამავდროულად მოსკოვში დადიან. კოპალიანის შეფასებით, სწორედ ეს არის პროდასავლურობის ღალატი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„დამისახელეთ, რომელიმე ჯგუფი, რომელიც „ფეისბუქმა“ გააუქმა და რომელზეც დამტკიცდა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებდა. თუ მსგავსი რამ იყო, ვეთანხმები, რომ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს გაუქმება უნდა მოხდეს ორმხრივად. როდესაც პროდასავლურობაზე გაქვს პრეტენზია და უზარმაზარ ოპოზიციურ გაერთიანებას ქმნი, მაგ გაერთიანების წევრები მოსკოვში არ უნდა დარბოდნენ. აი, სად არის პროდასავლურობის ღალატი და ვინ არიან პრორუსები, აღარ ვლაპარაკობ მათ თავმჯდომარეზე პოლკოვნიკ ვაშაძეზე“ - განაცხადა კოპალიანმა.